• განახლების თარიღი: 25-04-2024
background

სინუსების ენდოსკოპიური ქირურგია

სინუსების ენდოსკოპიური ქირურგია

რა არის სინუსების ენდოსკოპიური ქირურგია?

სინუსური დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაში გამოყენებულ ტექნიკას ეწოდება ფესის ქირურგია, ის ასევე ცნობილია როგორც ენდოსკოპიური სინუსური ქირურგია. ამ ოპერაციის მიმდინარეობისას ენდოსკოპი შეჰყავთ ნესტოებში ყოველგვარი გარეგანი ჭრილობის გარეშე, რის შედეგადაც  უზრუნველყოფილია დასამუშავებელი უბნის დეტალური დათვალიერება. გარდა ამისა, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა ინსტრუმენტებიც.
ეს პროცედურა გამოიყენება, როგორც სამკურნალო საშუალება, ქრონიკული სინუსიტების, თავის ქალას წინა ფუძის დაზიანებების, სინუსური სიმსივნეების, ტრავმით გამოწვეული ორბიტის დაზიანებისა და ცერებრო-სპინალური სითხის გაჟონვისას.
 ამ ოპერაციების მიმდინარეობისას, სინუსების ვიწრო და რთული ანატომიური აგებულების, ასევე, მნიშვნელოვან ორგანოებთან სიახლოვის გამო, როგორიცაა საძილე სისხლძარღვები,  მხედველობის ორგანოები, ცრემლსადენი არხები, და ტვინი, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცოდნასა და გამოცდილებას.

 

სინუსების ქრონიკული დაავადებების დროს ჩატარებული ოპერაციების დროს ძირითადად იწმინდება პოლიპები ან ანთებითი ქსოვილები, იხსნება და ფართოვდება სინუსებისა და ცხვირის დამაკავშირებელი არხები.
ქირურგიული პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე , თუ რამდენი სინუსია დაზიანებული. ერთი სინუსის შემთხვევაში ოპერაციის ხანგრძლივობა 15 წუთია, ხოლო მრავლობითი სინუსური პათოლოგიების დროს, ოპერაცია  შესაძლოა 2 საათიც გაგრძელდეს.

 

სინუსების ენდოსკოპიის პოსტოპერაციული პერიოდი

პოსტოპერაციულ პერიოდში სერიოზული გართულებები ან ტკივილი, რომელიც პაციენტის ცხოვრების ხარრისხზე იმოქმედებს, არ აღინიშნება. ტკივილის შემთხვევაში ინიშნება სიმპტომური მკურნალობა ტკივილგამაყუჩებლით.
ოპერაციის შემდეგ, ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკოთერაპია უნდა გაგრძელდეს 10 დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი შესაძლოა გაგრძელდეს  ან დაინიშნოს სხვა მედიკამენტები.
ქირურგიული პროცედურის შემდეგ  ხდება ცხვირის მექანიკურად გაწმენდა და ლორწოვანი გარსის დატენიანება. ამ პერიოდში რეკომენდებულია სტერილური მარილიანი წყლის შემცველი (იზოტონური) სპრეების გამოყენება ქერქის გაქრობამდე.
პოლიპების და ალერგიის მქონე პაციენტებს ოპერაციის შემდეგ შეიძლება რეკომენდებული იყოს კორტიზონის შემცველი სპრეი.
პოსტოპერაციულ პერიოდში ტამპონირება ხდება 3-4ჯერ. პირველი კვირის ბოლოს სინუსურ და ცხვირის სადრენაჟო არხებში წარმოქმნილი ქერქი იწმინდება პირველი ტაამპონირების დროს. დინამიკაში კონტროლი მიმდინარეობს 7-10 დღის ინტერვალით, სანამ არ მოხდება სინუსების სრული აღდგენა.

 

კომპიუტერული ტექნოლოგია სინუსების ქირურგიაში (ქირურგიული ნავიგაცია)

ეს არის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც სინუსების ენდოსკოპიური ქირურგიის დროს  შესაძლებელია სინუსების ანატომიაში გამოყენებული ინსტრუმენტების ადგილმდებარეობის დაკვირვება, სპეციალური მოწყობილობის დახმარებით.
ამ ტექნოლოგიის მეშვეობით სინუსების ოპერირება უფრო საიმედოა.

 

ბალონის სინოპლასტიკის ტექნოლოგია

ქრონიკული სინუსური ინფექციების ყველაზე გავრცელებული მიზეზია არხების ობსტრუქცია, რომელიც საშუალებას აძლევს სინუსებში სეკრეტირებულ ლორწოს გადავიდეს ცხვირში. თუმცა, ბალონის სინოპლასტიკის ტექნოლოგიით მეშვეობით, შესაძლებელია სინუსების შევიწროებული ან დახშული  არხების გასუფთავება, ამ  რეგიონში ქსოვილების ამოჭრის გარეშე.

 

სინუსიტი ბავშვებში

ბავშვთა ოტორინოლარინგოლოგიურ პრობლემების უმეტესობა დაკავშირებულია ალერგიასთან. ბავშვთა სინუსიტის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ალერგიული დაავადებებიც. მწვავე ინფექციური პათოლოგიების მიღმა შესაძლოა იყოს ალერგიული დაავადება.
ეგზემა, ცხვირიდან გამონადენი, ზედა სასუნთქი გზების რეკურენტული ინფექციები,  ძილის დროს სუნთქვის გაძნელება,  შუა ყურის რეკურენტული ინფექციები და ალერგიის ოჯახური ისტორია, მნიშნელოვანი ასპექტებია ანამნეზში.
 სინუსიტის განკურნება ჩვეულებრივ ხდება 6-დან 8 კვირამდე. თუ დაავადების სიმპტომები გრძელდება 12 კვირაზე მეტხანს და პროგრესირებს შეტევები, ვითარდება ქრონიკული სინუსიტი.
 ბავშვებში სინუსიტის დროს ზოგადი მდგომარეობის მიხედვით გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპია და დამხმარე მკურნალობა. თუმცა, თუ პაციენტს  აღენიშნება  ისეთი მდგომარეობები , როგორიცაა ადენოიდი, ძლიერ გადიდებული ტონზილები, შესაძლოა საჭირო გახდეს სასუნთქი გზების გახსნა ენდოსკოპიური სინუსიტის ქირურგიით.

+90 535 491 45 56
Დარეკე ახლა
+90 535 491 45 56
Whatsapp