• განახლების თარიღი: 23-04-2024
background

გონატროზი

გონატროზი

 

სამედიცინო ლიტერატურაში გონართროზი ეწოდება მუხლის სახსრის კალციფიკაციას.

რა არის გონართროზი? მუხლის სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის ქრონიკული და პროგრესული დაავადებაა, რომელიც პაციენტთა ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ჩივილების წარმოქმნას იწვევს.

დაავადების საწყის ეტაპზე მუხლის სახსრის ძვლებს შორის არსებული ხრტილოვანი ქსოვილი რბილდება და დროთა განვალობაში ცვდება.

 

რა არის გონართროზის გამომწვევი მიზეზები?

გონართროზის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის გენეტიკა. გარდა ამისა, დაავადების პროვოცირება შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციებმა, ანთებითმა პროცესებმა, სისტემურმა დარღვევებმა და ტრამვებმა, როგორიცაა დარტყმა, დაცემა.

 

როგორია გონართროზის სიმპტომები?

გონართროზის სიმპტომატიკა, ასაკთან ერთად უფრო იმატებს. ამავდროულად, ჭარბწონინან პაციენტები უფრო განიცდიან ტკივილს და შეშუპებას, მუხლის სახსარზე მომატებული დატვირთვის გამო.

ძირითადი სიმპტომებია:

  • მუხლის ტკივილი
  • ხანგრძლივად სიარულის შეუძლებლობა
  • ხანგრძლივად ფეხზე დგომის გაძნელება
  • ძნელია ადგომა და დაჯდომა
  • მოძრაობის დროს ხმიანობა მუხლის სახსარში
  • შეშუპება მუხლის სახსარში

 

გონართროზის დიაგნოსტიკა

საბოლოო დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ფიზიკური გასინჯვით და ვიზუალიზაციით იმ პაციენტებში, რომლებიც მიმართავენ ექიმს მუხლის ტკივილის ჩივილებით. სრულყოფილი მკურნალობის გეგმისთვის, მნიშვნელოვანია პაციენტის ანამნეზისა და სამედიცინო ისტორიის გათვალისწინება.

 

გონართროზის მკურნალობა

მკურნალობის დაგეგმვა ხდება დეტალური დიაგნოსტიკით, ჩივილების სიმძიმისა და დაავადების სტადიის შეფასებით. კალციფიკაციის შემთხვევაში შესაძლოა ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობის გამოყენება.

 

გონართროზის მკურნალობის არაოპერაციული მეთოდები

გონართროზის მკურნალობა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მიზნად ისახავს დაავადების პროფესირების თავიდან აცილებას, ჩივილების შემსუბუქებას. მკურნალობის პროცესი, ტკივილგამაყუჩებლების გარდა, მოიცავს მუხლის სახსრის წარმომქმნელი ქსოვილების გაძლიერებას ფიზიკური თერაპიით და გონართროზის სპეციალური ვარჯიშებით. ბოლო პერიოდში, მეცნიერების განვითარებასთან ერთად, მკურნალობის ახალი მეთოდების გამოყენება ხდება, რომელთაგანაც ყველაზე ხშირად გამოიყენება PRP და ჰიალურონის მჟავის ინექცია.

 

გონართროზის მკურნალობის ოპერაციული მეთოდები

პროგრესირებადი გონართროზის დროს პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს მოძრაობის შეზღუდვა და სახსრის ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში. ასეთი მდგომარეობა მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ცხოვრების დონის ხარისხს, რის გამოც შესაძელებელია ქირურგიული მკურნალობის გამოყენება.

გონართროზის ქირურგიული მკურნალობის გულისხმობს,  სახსრიდან ანთების გამომწვევი ხრტილოვანი ქსოვილის ამოღებას  და მის ჩანაცვლებას სპეციალურად შექმნილი მუხლის პროთეზით.

+90 535 491 45 56
Დარეკე ახლა
+90 535 491 45 56
Whatsapp